ონში გამართული ვორკშოპის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართება
6 ივლისს, 1830 საათზე, თბილისის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში გაიმართება შემაჯამებელი პრეზენტაცია 24-29 ივნისს ონში ჩატარებული ვორკშოპისა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცნობილი ავსტრიელი ხელოვანი იუტა ბრუნშტაინერი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, იუტა ბრუნშტაინერი წარმოადგენს პროექტის შედეგებს და ვორკშოპში მონაწილე ონის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრებს.
პროექტი განხორციელდა ილიას უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრისა და ონის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ავსტრიის საელჩო თბილისში.
ღონისძიების ენა: ინგლისური და ქართული.