სასამართლომ ტრამპს მექსიკის საზღვართან კედლის აშენების ნებართვა არ მისცა
აშშ-ში სან ფრანცისკოს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა წინა განაჩენი და პენტაგონს მექსიკის საზღვართან კედლის აშენებისთვის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის ნებართვა არ მისცა. ვერდიქტი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შესაბამისად, სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შუამდგომლობა კალიფორნიის ჩრდილოეთ ოლქის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე არ დააკმაყოფილა.
ვერდიქტში ხაზგასმულია, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს თანხების გამოყოფის შესახებ კონგრესში კანონმდებლები იღებენ.