დუშეთში ქართულ-უკრაინული საღამო გაიმართება

5 ივლისს, 18:00 საათზე, დუშეთის ილია ზაქაიძის კულტურის სახლის ფოიეში,  ქართულ-უკრაინული კულტურული ღონისძიება – ,,საქართველო- ჩემი სიყვარული, გულში- უკრაინა” გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოიფინება:
ძველებური უკრაინული თავსაფრები – ,,უკრაინული ტრადიციული თავსაბურავი” და უკრაინული ნაქარგი პირსახოცები (რუშნიკები) – ,,უკრაინის ტრადიციული ნაქარგები”;.
უკრაინელი მხატვრის ალექსანდრე ოხაპკინის ნამუშევრები – ,,თანამედროვე უკრაინული ხატი” ( უნიკალური სახლის ხატი თანამედროვე სახალხო ხატწერის სტილში);
ძველებური უკრაინული თავსაფრები – ,,უკრაინელი ქალის ტრადიციული თავსაბურავი”.
მუსიკალურ პროგრამას უკრაინის დამსახურებული არტისტის ივანა კოტიაშ- ელერდაშვილი  – ,,ორი ფრთა” (თანამედროვე ელექტრონული ვიოლინო, ქართული და უკრაინული მუსიკა) წარმოადგენს.
საღამო უკრაინის საელჩო ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები