იტალიის ყველაზე აქტიური ვულკანი კვლავ გააქტიურდა – არის მსხვერპლი (ვიდეო)

იტალიის კუნძულ სტრომბოლიზე, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, ტურისტი დაიღუპა. თავად კუნძული ვულკანური ფერფლით დაიფარა.


BBC-ის ინფორმაციით, ტურისტი ვულკანზე ასვლის დროს  მოულოდნელად დაწყებული ამოფრქვევის გამო  გარდაიცვალა. კერძოდ, მას მთიდან მოწყვეტილი ლოდი დაეცა.
ამჟამად, ვულკანიდან ლავა გადმოედინება. სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად სახანძრო სამსახურია მობილიზებული. ვულკანურმა ფერფლმა კუნძულზე რამდენიმე ხანძარი გააჩინა.
ამოფრქვევის ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ის სტრომბოლიდან 27 კილომეტრში მდებარე კუნძულის მცხოვრებლებმაც გაიგეს. ნანახი სურათით შოკირებული ტურისტები წყალში შეცვივდნენ.
კუნძულზე მდებარე ვულკანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია. ბოლო ძლიერი ამოფრქვევა სტრომბოლიზე 2009 წელს მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები