პუტინი: ზელენსკის შევხვდები, თუ ის წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას დაიწყებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვსა და კიევს შორის დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ უკრაინის ლიდერი, ვლადიმირ ზელენსკი საკუთარ წინასაარჩევნო დაპირებებს შეასრულებს. ამის შესახებ რუსეთის პირველმა პირმა რომში ვიზიტის წინ  იტალიურ გაზეთთან Corriere della Sera მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“დიახ, ეს შესაძლებელია, თუ ზელენსკი​ თავისი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას დაიწყებს”, – თქვა პუტინმა ჟურნალისტის კითხვის – შესაძლებელია თუ არა ზელენსკის გამარჯვებამ მოსკოვსა და კიევს შორის დონბასთან დაკავშირებით კონფლიქტი დაარეგულიროს და ორ მხარეს შორის კონსტრუქციული დიალოგი დამყარდეს.
ცნობისთვის, ზელენსკის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება დონბასთან დაკავშირებით იყო, რომ ის პირდაპირ კონტაქტს დაამყარებდა დონბასის მოსახლეობასთან და შეწყდებოდა მათი სეპარატისტებად მოხსენიება. პუტინის განმარტებით, სწორედ აღნიშნულს გულისხმობდა საკუთარ პირობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები