ლიბიაში მიგრანტების ბანაკზე საჰაერო თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა

ლიბიაში, ტრიპოლის გარეუბან ტარუჯაში მიგრანტების ბანაკზე ავიათავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც, 40 ადამიანი დაიღუპა, 80 კი დაიჭრა. ინფორმაციას “ალ ჯაზირა” ავრცელებს.
ბანაკში მცხოვრებთა უმრავლესობა აფრიკის ქვეყნებიდან ევროპისკენ მიმავალი ლტოლვილები არიან. ლიბიის საერთაშორისოდ აღიარებულმა მთავრობამ ავიაიერიშში ფელდმარშალ ხალიფა ჰაფთარის ძალები დაადანაშაულა, რომლებმაც ლიბიის დედაქალაქზე თავდასხმები აპრილში დაიწყეს.
თავის მხრივ, ჰაფთარის არმიის წარმომადგენელმა უარყო მიგრანტების ბანაკზე თავდასხმა, თუმცა ორშაბათს მათ რაიონის მასირებული დაბომბვა დააანონსეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები