ირკუტსკში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა
რუსეთის ქალაქ ირკუტსკში წყალდიდობის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრო ავრცელებს.
ამასთან დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტიქიის შედეგად 221 ადამიანი დაშავდა, აქედან 41 ბავშვია, მსუბუქი დაზიანება კი 1,3 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ერთი მცირეწლოვანი ამ დრომდე უკვალოდ დაკარგულად მიიჩნევა.
ამასთან, გუბერნატორი სერგეი ლევჩენკო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს აბრალებს, რომ მათ მოსალოდნელი სტიქიის მასშტაბების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება და ხალხი არ გააფრთხილეს
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს საოლქო სამმართველოს უფროსი, ვალენტინ ნელიუბოვი კი აცხადებს, რომ მათ წყლის დონის მატების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლებაც გააფრთხილეს და საშიშ ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას მოკლეტექსტური შეტყობინებებიც გაუგზავნეს, თუმცა სტიქიის მასშტაბმა მოლოდინს გადააჭარბა.