„Georgia starts here“- გამოიცა სამოგზაურო სახელმძღვანელო, რომელიც თანამედროვე საქართველოს ანარეკლია
„Georgia starts here“ – გამოიცა 92-გვერდიანი სამოგზაურო სახელმძღვანელო, რომელიც თანამედროვე საქართველოს ანარეკლია.
წიგნი აცნობს ტურისტებს ინფორმაციას, თუ რა ხდება სინამდვილეში საქართველოში, რა ადგილები არ უნდა გამორჩეთ სანახავად და როგორ უნდა მიიღონ სიამოვნება საქართველოში მოგზაურობით.
„ჩვენ შევიკრიბეთ და შევქმენით ეს სახელმძღვანელო ერთი მიზნისთვის – მივცეთ სასარგებლო და საჭირო რჩევები ინგლისურენოვან ტურისტებს საქართველოში სამოგზაუროდ. ვფიქრობთ, გუნდის მიერ მოწოდებული რჩევები სასარგებლო იქნება ყველა მნახველისთვის და მათ მისცემს შესაძლებლობას, დაუვიწყარი გახადონ თავიანთი მოგზაურობა ჩვენს ქვეყანაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიქმნა სახელმძღვანელო მოგზაურებისთვის.
წიგნი უნიკალურია ამბების თხრობით, გადმოცემის ტექნოლოგიებით, ფერადი ესკიზებითა და პრინტებით. მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: გამგზავრებისთვის მომზადება, ადგილობრივი სანახაობები, ისტორია და გეოგრაფია, არქიტექტურა, საზოგადოებრივი ეტიკეტები და ბევრი სხვა რამ“, – აცხადებენ ავტორები.
წიგნი დაწერილია ადგილობრივი მოგზაურების მიერ;
მოჰყვება ყველაზე ზუსტი და სასარგებლო რჩევები;
მოთხრობილია მოკლე და მარტივი ნარატივით;
შექმნილია საქართველოში მოგზაურობის ყველაზე პოპულარული ინგლისურენოვანი ვებგვერდის მიერ – Georgiastartshere. com.
გიორგი ბერეჩიკიძე – წიგნის ერთ-ერთი ავტორი:
„ტურიზმი, მიმდინარე მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით აქტუალური გახდა ინტერნეტსივრცეში. მოგეხსენებათ, ეს სოციალური კამპანიებიც: spend your summer in Georgia საკმაოდ აქტიურად დაიწყო და უკვე მრავალი მიმდევარი ჰყავს“.
– რამდენ ხანს იმუშავეთ წიგნზე?
– თითქმის ნახევარი წელია ვმუშაობთ. 2019 წელს დავიწყეთ ამ წიგნზე მუშაობა და საკმაოდ დიდი შრომა ჩაიდო. წიგნის გამოცებას წინ უსწრებდა ჩვენი მედიაპლატფორმა: Georgiastartshere.com, ანუ ინგლისურენოვანი სახელმძღვანელო უცხოელებისთვის, რომლებიც შემოდიან და ეცნობიან, რა შეიძლება გააკეთონ საქართველოში, სად წავიდნენ, რა მიირთვან, რითი გაერთონ და ბავშვებიც როგორ გაახალისონ.
– რამ განაპირობა ბეჭდური ვერსიის გამოცემა?
– ბეჭდურ ვერსიაზე გადასვლა გადავწყვიტეთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენი ვებგვერდი, როგორც ნივთი, თან ჰქონოდათ ადამიანებს და ეს ნივთი, რა თქმა უნდა, უნდა ყოფილიყო საქართველოზე.
ამიტომ გადავწყვიტეთ, უფრო კარგად მოგვეყარა თავი იმ ცოდნისა და ინფორმაციისთვის, რაც ჩვენ ამ სამი წლის განმავლობაში შევაგროვეთ ჩვენი მეგობრებისგან, მოგზაურებისგან, რომლებიც გამუდმებით გვწერდნენ. ეს არ არის სტანდარტული გიდი, უფრო არის საქართველოს ისტორია, გეოგრაფია, კუთხეები, ჩვენი ჩვევები, როგორი ადამიანები ვართ, როგორ გვიყვარს სტუმარმასპინძლობა. ანუ ჩვენ – ქართველებმა უცხოელებს საქართველოზე მოვუყევით და ეს ჩავტიეთ 92 გვერდში.
წიგნის „Georgia starts here“-ის ავტორები არიან: თათუკა ჯავახიშვილი, ნესტან მამაცაშვილი, გიორგი ბერეჩიკიძე. ილუსტრაციები და დიზანი გიორგი მაღრაძე; რედაქტორი – ნათან ჰუდსონი.
წიგნის შეძენა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ ბმულზე: https://georgiastartshere.com/host-in-georgia/?fbclid=IwAR0iZz3JSy29UbaUEk-VjOP-y60Ulf196vrhYkvCEmzVi7hz_oTKpt6mZ0g