კანარის კუნძულებზე ავიალაინერიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა

კანარის კუნძულებზე ფუენტევენტურის აეროპორტში 180 მგზავრის სასწრაფო ევაკუირება განხორციელდა. მიზეზი თვითმფრინავში ბომბის არსებობის შესახებ ანონიმური ჩანაწერი იყო.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის თანამშრომლებმა ანონიმური შეტყობინება მიიღეს, რომ თვითმფრინავზე, რომელიც კანარის კუნძულებიდან სანტიაგო დე კომპოსტელას მიმართულებით უნდა გაფრენილიყო, გლიცერინიანი მოწყობილობაა მოთავსებული. ფრენა შეაჩერეს და მგზავრები მალევე გამოიყვანეს ბორტიდან.
ავიალაინერის დათვალიერების შემდეგ  გაირკვა, რომ საფრთხის შესახებ ინფორმაცია სიცრუე აღმოჩნდა.
გამოძიების ინფორმაციით, შესაძლოა, ჩანაწერი მოზარდს გაეკეთებინა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები