რუსეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

რუსეთის ქალაქ ირკუტსკში მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 220-ს გადააჭარბა, შემთხვევის შედეგად კი 18 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს რეგიონულ განყოფილებაში აცხადებენ, რომ საავადმყოფოში გადაყვანილი 221 ადამიანიდან 41 ბავშვია. მათივე თქმით, ერთი არასრულწლოვანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
რაც შეეხება მსუბუქად დაშავებულთა რაოდენობას – ის, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 750-დან 1300-მდე მერყეობს.
გუბერნატორი სერგეი ლევჩენკო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს აბრალებს, რომ მათ მოსალოდნელი სტიქიის მასშტაბების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება და ხალხი არ გააფრთხილეს​.
​საგანგებო სიტუაციების სამინისტროს საოლქო სამმართველოს უფროსი, ვალენტინ ნელიუბოვი კი აცხადებს, რომ მათ წყლის დონის მატების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლებაც გააფრთხილეს და საშიშ ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას მოკლეტექსტური შეტყობინებებიც გაუგზავნეს, თუმცა სტიქიის მასშტაბმა მოლოდინს გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები