შალიკაშვილის პანტომიმის თეატრი მიმების საერთაშორისო კონფერენციიდან მთავარი პრიზით დაბრუნდა

„გრან-პრი საქართველოშია – შალიკაშვილის პანტომიმის თეატრი მიმების საერთაშორისო კონფერენციიდან მთავარი პრიზით დაბრუნდა.
ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, საერთაშორისო ბაზარი შალიკაშვილის თეატრის განუმეორებელ სტილს აღიარებს. ვულოცავთ ჩვენი თეატრის მსახიობებს და ჩვენს ქვეყანას ამ გამარჯვებას“, – ასე ულოცავს პანტომიმის თეატრის ფეისბუქგვერდი დასს დიდ გამარჯვებას.
სერბეთში, მონოდრამისა და პანტომიმის 44-ე საერთაშორისო ფესტივალზე მსახიობებმა გიგი ლორიამ და სალომე ფილიშვილმა  მთავარი პრიზი დაიმსახურეს. ფესტივალში მონაწილეობდნენ – საქართველო, სერბეთი, ხორვატია, გერმანია, ბულგარეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა.
28-30 ივნისს, ბელგრადმა მსოფლიო მიმების ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ მეორე საერთაშორისო კონფერენციასაც უმასპინძლა, სადაც საქართველოს პანტომიმის თეატრის მესვეურებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები