უცნობმა პირმა პაკისტანის საერთაშორისო აეროპორტში ცეცხლი გახსნა – არის მსხვერპლი
უცნობმა პირმა პაკისტანში ლაჰორის საერთაშორისო აეროპორტში ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო GNN-ი ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია და საქმეზე დაწყებულია გამოძიება. დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.
შემთხვევის გამო აეროპორტში ფრენები დროებით შეწყვეტილია.