ევროკავშირის ლიდერები საკვანძო პოზიციებზე კანდიდატებთან დაკავშირებით შეთანხმდნენ

“ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები წამყვან თანამდებობევზე კანდიდატურებთან დაკავშირებით შეთანხმდნენ”, – ამის შესახებ ევროსაბჭოს მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროსაბჭოს ამიერიდან შარლ მიშელი უხელმძღვანელებს.
“ევროსაბჭო ევროკომისიის თავმჯდომარის პოსტზე ურსულა ფონ დერ ლიაენის კანდიდატურას გთავაზობთ. შარლ მიშელი ევროსაბჭოს ახალი ხელმძღვანელი იქნება, ევროპის ცენტრალურ ბანკს კი კრისტინ ლაგარდი უხელმძღვანელებს. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობას – აქ ევროსაბჭომ ჯოზეფ ბორელის კანდიდატურა შეარჩია”, – განაცხადა ტუსკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები