რუსეთის წყალქვეშა ნავზე ხანძარს 14 მეზღვაური ემსხვერპლა

რუსეთის ტერიტორიულ წყლებში რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების ღრმაწყლოვან სამეცნიერო კვლევით აპარატში ხანძარს 14 მეზღვაური ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“ღრმაწყლოვან სამეცნიერო კვლევით აპარატში, რომელიც, რუსეთის სამხედრო ფლოტის ინტერესებიდან გამომდინარე, გათვლილი იყო მსოფლიო ოკეანეების სივრცისა და ფსკერის შესასწავლად, ბიომეტრიული გაზომვების დროს ცეცხლი გაჩნდა”, – ნათქვამია უწყების სამხედრო განყოფილების განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, მეზღვაურები ხანძრის შედეგად აალებული მომწამვლელი პროდუქტებისგან დაიღუპნენ.
მათი ცნობით, შემთხვევა გუშინ, პირველ ივლისს მოხდა.
აღსანიშნავია, რომ გუშინ მომხდარი ინციდენტი ყველაზე მასშტაბური კატასტროფაა “კურსკის” ჩაძირვის შემდეგ. 2000 წლის 12 აგვისტოს, ბარენცის ზღვაში რამდენიმე ტორპედოს აფეთქების შედეგად, რუსული წყალქვეშა ნავი ფსკერისკენ დაეშვა, რასაც ეკიპაჟის 118-ვე წევრის სიცოცხლე შეეწირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები