თელავის თეატრში ქართულ-უკრაინული საღამო გაიმართა
თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და უკრაინის საელჩოს ერთობლივი ინიციატივით, თელავის თეატრში ქართულ-უკრაინული კულტურული ღონისძიება მოეწყო.
ღონისძიების ფარგლებში თეატრის ფოიეში წარმოდგენილი იყო უკრაინელი თანამედროვე მხატვრის ალექსანდრე ოხაპკინის ნამუშევრების და უკრაინული რუშნიკების (ძველებური ნაქარგი პირსახოცები) გამოფენა, ხოლო დარბაზში ფოლკლორული კონცერტი გაიმართა.
მაყურებლის წინაშე წარდგნენ: უკრაინის დამსახურებული არტისტი – ივანა კოტიაშ-ელერდაშვილი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, თელავის საპატიო მოქალაქე – ივანე იანტბელიძე და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები – „პატარა კახი“ და „მზე შინა“.