როიტერსი: ევროკავშირი მზად არ არის ირანის წინააღდეგ სანქციების განახლებული მექანიზმის ასამოქმედებლად
ირანთან ბირთვული შეთანხმების მონაწილე ევროპული ქვეყნები (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) ჯერ არ აპირებენ, თეირანის წინააღმდეგ სანქციების განახლებული მექანიზმის ამოქმედებას, მით უმეტეს, საერთო სამოქმედო გეგმაში აღნიშნული საკითხის არარსებობის პირობებში, – ამის შესახებ სააგენტო “როიტერსი” ევროპულ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
“ჩვენ ჯერ არ ვაპირებთ ამის გაკეთებას. საწყის ეტაპზე, ჩვენ კრიზისი უნდა დავძლიოთ”, – ციტირებს “როიტერსი” დიპლომატის სიტყვებს.
ცნობისთვის, განახლებულ მექანიზმს შეუძლია ირანთან ბირთვულ გარიგებაში დარჩენილი სხვა მონაწილეები გაააქტიუროს. ასევე ის ითვალისწინებს, რომ ირანთან შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, პრობლემა გააქტიურებიდან 65 დღის განმავლობაში უნდა გადაიჭრას. ამის შემდეგ, პრობლემა გაეროს უშიშროების საბჭოს გადაეცემა იმ სანქციების შესაძლო განახლებისთვის, რომლებიც ერთობლივი სამოქმედო გეგმის ხელმოწერის შემდეგ გაუქმდა.