ავსტრალიაში ISIS-თან კავშირში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს
ავსტრალიის პოლიციამ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავა. დაკავებულები 20, 23 და 30 წლის მამაკაცები არიან. სპეცოპერაცია სიდნეის გარეუბანში ჩატარდა.
ამ დროისთვის, ავსტრალიის კონტრტერორისტულ პოლიციას ეჭვმიტანილებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა ექვს მისამართზე ჩაატარეს ჩხრეკა.
ამასთან, როგორც სააგენტო „ფრანს პრესი“ იტყობინება, დაკავებულები რამდენიმე ადგილზე თავდასხმების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილნი.