„ბილიკს აკეთებენ იმ ახალი გზიდან ქედამდე“ – დავით-გარეჯში აზერბაიჯანულმა მხარემ გზის მშენებლობა განაახლა

„ახლად გამოყვანილი გზით რაღაც სამშენებლო მასალებია მოტანილი“, – დავით-გარეჯში შექმნილ ვითარებაზე ადგილობრივი გიდი ზვიად ანანიაშვილი ახალ ინფორმაციას და ფოტოებს ავრცელებს.
„ასეთი მდგომარეობა დამხვდა დღეს, ჩიჩხიტურზე ასულს: ახლად გამოყვანილი გზით რაღაც სამშენებლო მასალებია მოტანილი.
2 ვერსია მაქვს:
1) ბილიკის გამოყვანა უნდათ ჩიჩხიტურამდე;
2) დიდი ასოებით უნდათ დაწერონ ლოზუნგი, რომელიც წაშალეს ორიდე თვის წინ, წითელი ისრით მითითებულ ადგილას.
ალბათ დამეთანხმებით, რომ ბილიკების მშენებლობა, თვითნებურად, ჩვენს მხარესთან შეუთანხმებლად და მითუმეტეს მსგავსი ლოზუნგების წერა „სამშობლო უპირველეს ყოვლისა“ და ა. შ.  სასაზღვრო ზონაში, სულ მცირე აღმაშფოთებელი უნდა იყოს ღირსეული ქვეყნისთვის.
რა თქმა უნდა, დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია დავასკვნა, რომ საჩვენო საქმე არ კეთდება“, – წერდა გუშინ ადგილობრივი გიდი ზვიად ანანიაშვილი.
დღეს დილით ზვიად ანანიაშვილმა ფეისბუქის გვერდზე ახალი ფოტოები გაავრცელა და აღნიშნა, რომ პირველი ვერსია აღმოჩნდა მართალი – „ჩემი პირველი ვერსია აღმოჩნდა სწორი. ბილიკს აკეთებენ იმ ახალი გზიდან ქედამდე“…
დაახლოებით ერთი თვის წინ, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანულმა მხარემ გზა გაიყვანა, თუმცა უცნობი იყო, რა მიზნით ხდებოდა ეს პროცესი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები