ჰონგ კონგში პოლიციამ საპროტესტო აქცია დაარბია (ვიდეო)
ჰონგ კონგის პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.
დემონსტრანტები გუშინ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ჰონგ კონგის პარლამენტში შეჭრას, საღამოს მათ კარები შეამტვრიეს და საკანონმდებლო ორგანოს შენობა შტურმით აიღეს, რის შემდეგაც შენობაში არსებული ინვენტარი დააზიანეს და კედლებზე წარწერები გააკეთეს. დემონსტრანტებს რამდენიმე საათის განმავლობაში პიკეტირებული ჰქონდათ პარლამენტის შენობა. გვიან ღამით სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები გააფრთხილეს, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალას გამოიყენებდნენ. ცოტა ხანში კი სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა აქცია.
Riot police in Hong Kong fired tear gas in a bid to remove scores of protesters that broke into the city's legislature pic.twitter.com/50EhXnXEHG
— Bloomberg QuickTake (@QuickTake) July 1, 2019
დემონსტრანტები რობოკოპების მისამართით კვერცხებს, ქვებსა და ქოლგებს ისროდნენ. ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ადამიანია დარჩენილი აქციაზე, თუმცა მათი ძირითადი ნაწილი უკვე დაშლილია.