გიორგი შველიძე ამერიკის კინოაკადემიის წევრი გახდა

ფილმ „ნამეს“ ოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკის კინოაკადემიის ახალ წევრად აირჩიეს. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, გიორგი შველიძესთან ერთად, აკადემიის ახალი წევრები გახდნენ ლედი გაგა, კლერ ფოი, ტომ ჰოლანდი და სხვები.
გიორგი შველიძემდე,  ამერიკის კინოაკადემიამ ქართველი რეჟისორები – ნანა ჯორჯაძე და ზაზა ურუშაძეც საკუთარ შემადგენლობაში მიიღო.
გიორგი შველიძე  ფილმ „ნამესთვის“ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების მთვარი პრიზის მფლობელია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები