სახლში მისულმა მამაკაცმა ჰამაკში მწოლიარე დათვი დაინახა (ვიდეო)

კომფორტული დასვენება მხოლოდ ხალხს როდი მოსწონს. უზარმაზარმა შავმა დათვმა ფლორიდის შტატ ქალაქ დეიტონ-ბიჩის ერთ-ერთ კერძო სახლში ჰამაკი შეარჩია, სადაც კომფორტულად მოკალათდა და ისიც კი ვერ შეამჩნია, რომ მას ფოტოსურათებს უღებდნენ. დათვის გადაღება ერთ-ერთმა დამსვენებელმა მოახერხა, ხოლო იმ სახლის პატრონი, სადაც დათვი ჰამაკში მოკალათდა, ამ ყველაფერს ფანჯრიდან შეშინებული ადევნებდა თვალს. საბოლოოდ დათვმა დატოვა ჰამაკი, თუმცა მოგვიანებით მან კიდევ ერთხელ მოაკითხა ჰამაკს. სახლის პატრონმა თავის დაზღვევის მიზნით ჰამაკი ჩამოხსნა იმ იმედით, რომ დათვი აღარ დაბრუნდებოდა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=gX5yLEx_HaQ&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები