თეთრიწყაროს რაიონის დიდ თონეთში ვაჟა-ფშაველას სახელობის ბიბლიოთეკა დაარსდა

თეთრიწყაროს რაიონის დიდ თონეთში ვაჟა-ფშაველას სახელობის ბიბლიოთეკა და დიდთონეთური ვაჟაობა დაარსდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორი, მაკა დიდებულიძე ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„ვაჟაობა – 2019 და უმაგრესი ამბავი. თეთრიწყაროს დიდ თონეთში, იმ სოფელში, სადაც ვაჟა მასწავლებლად მუშაობდა და დაწერა „სტუმარ – მასპინძელი”, 29 ივნისს ბიბლიოთეკა გაიხსნა..
დათია ბადალაშვილი, გიორგი კეკელიძე, ამირან არაბული, ეთერ თათარაიძე – ეს ადამიანები არიან გმირები… მათ მხრებზე დგას საქართველო.
ხაშურის ბიბლიოთეკამ თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა წიგნადი ფონდის გამდიდერბაში –  ხაშურელი მკითხველებისაგან ნაჩუქარი წიგნები წავუღეთ და ძალიან გავახარეთ თონეთელები…
სკოლის ეზოში კი ვაჟას ძეგლი და მისი უკვდავი სიტყვებია ამოტვიფრული – „ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე, ძილშიაც ამას ვდუდუნებ!“, – წერს მაკა დიდებულიძე “ფეისბუქისგვერდზე”. 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები