20 წელი ხელოვნებისთვის – თავისუფალი საღამო გაიმართება
11 ივლისს, ვაკის პარკის მედიათეკაში, თავისუფალი საღამო – 20 წელი ხელოვნებისთვის გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამო საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის20 წლის იუბილეს უკავშირდება და რამდენიმე ღონისძიება იგეგმება.
18:00 საათი – სანდრო ყანჩელი;
მუსიკის ინდუსტრიის სამყარო და შემოქმედი (მუსიკალური გამომცემლობების და რექორდ ლეიბლების როლი მუსიკალურ ინდუსტირიაში).
19:00 საათი – ნიკა მაჩაიძე, ტუსია ბერიძე;
ქართველი ქალები თანამედროვე ელექტრო-აკუსტიკურ მუსიკაში.
20:00 საათი – ალბომის პრეზენტაცია;
წითელი რეპრესიები – 20 ქართველი ხელოვანი.
21:00 საათი – LIVE სეტი;
ნიკა მაჩაიძე (Nikakoi), ტუსია ბერიძე.