„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო ინიციატივის – „პროპორციული არჩევნები 2020-ის“ პრეზენტაცია გაიმართება

დღეს  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საკონსტიტუციო ინიციატივის – „პროპორციული არჩევნები 2020-ის“ პრეზენტაცია გაიმართება.

ამის შესახებ “კვირას” პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
„როგორც რამდენიმე დღის წინ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გამოდის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით, რომელიც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.
საკონსტიტუციო ინიციატივა – „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია პირველ ივლისს გაიმართება.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პრეზენტაციაზე იწვევს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებს.
პრეზენტაცია 14:00 საათზე  სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება”, – აღნიშნულია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები