„საკონსტიტუციო კომისიის შექმნამდე სხვა ტიპის მოლაპარაკებებში, როდესაც მოლაპარაკების მომწვევია „ქართული ოცნება“, ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობას“

 

„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარტია “ქართული ოცნების“ მიერ პირველ ივლისს დაგეგმილ შეხვედრაზე მონაწილეობას არ აპირებს.
„ჩვენ აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ძალიან დიდი მონაპოვარი გაფორმდეს. ეს არის სწორედ საზოგადოებისა და ახალგაზრდების დაკვეთა. ამაზე ვთანხმდებით მთელი პოლიტიკური სპექტრი და აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას საკონსტიტუციო კომისიაში, იმისთვის, რომ ეს მონაპოვარი გავაფორმოთ, საქმე მივიყვანოთ ბოლომდე და შევძლოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში შემდეგი არჩევნები ჩატარდეს სრული პროპორციული სისტემით. თუმცა, ამ კომისიის შექმნამდე სხვა ტიპის მოლაპარაკებებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოლაპარაკების მომწვევი პირი არის „ქართული ოცნება“ და ეს არ არის საკონსტიტუციო ფორმატის ფარგლებში შემდგარი მოლაპარაკება, ბუნებრივია იმ პოლიტიკური ჯგუფის მიერ მოწვეულ დიალოგში, რომელიც ხელს აფარებს ჯალათ გიორგი გახარიას, ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ინიციატივის – ,,პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პირველ ივლისს გეგმავს. ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პრეზენტაციაზე იწვევს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები