გიგი უგულავა: უკეთესი იქნება, თუ არჩევნებზე რაიმე ტიპის ბარიერი იქნება

 

„ბარიერთან და ბლოკებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ის, რომ დიახ, უკეთესია, იყოს რაიმე ტიპის ბარიერი“- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
დეპუტატის ინფორმაციით, „ევროპული საქართველო“ კონსტიტუციურ ცვლილებებს მხარს დაუჭერს.
„ბარიერთან და ბლოკებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ის, რომ დიახ, უკეთესია, იყოს რაიმე ტიპის ბარიერი. თუმცა, რაიმე ტრაგედიას ამაში ვერ ვხედავთ. კონსტიტუციის ცვლილებას ბევრი დისკუსია არ სჭირდება, კონსტიტუციაში რამდენიმე სიტყვა და წინადადებაა შესაცვლელი. „ევროპული საქართველო“ წინასწარ ვაცხადებთ, რომ ამ კონსტიტუციურ ცვლილებას ჩვენ დავუჭერთ მხარს. ეს არის სწორედ აქციების მონაპოვარი, დანარჩენზე გვექნება ინდივიდუალური მსჯელობა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები