მარიამ ჯაში: დარწმუნებული ვარ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში

“ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან უმრავლესობის ფორმატში განსხვავებული აზრის დაფიქსირება”, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ნიკა მელიას საკითხზე ხმის მიცემასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
„ვგეგმავ ჩემს მეგობრებთან შეხვედრასა და იმ არგუმენტაციის წარმოდგენას, როგორ მიმდინარეობდა პროცესი და დარწმუნებას, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან უმრავლესობის ფორმატში განსხვავებული აზრის დაფიქსირება იმიტომ, რომ ავად განხილვის ფორმატი არ გვაძლევდა ამის შესაძლებლობას. იმედი მაქვს, რომ აღნიშნული იქნება გათვალისწინებული, მაგრამ იმდენად დარწმუნებული ვარ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩემი მეგობრებისგან იქნება ჩემი მხრივ მისაღები”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე იმ დეპუტატების საკითხზე იმსჯელებენ, რომელთაც მელიას საკითხს პარლამენტის კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირეს.
მმართველი გუნდი “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში 17:00 საათისთვის შეიკრიბება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები