ირაკლი სესიაშვილი: ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ვანდალიზმი, როცა საკუთარ მოქალაქეებს იზოლაციაში აქცევ

„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ვანდალიზმი, როცა საკუთარ მოქალაქეებს იზოლაციაში აქცევ იმ ვითარებაში, როცა ადამიანებს სურთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ვაჭრობა და ა.შ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რითაც ის ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვას გამოეხმაურა.
მისივე განმარტებით, სამწუხაროდ, დღეს ვართ ისეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის შიგნით და გარეთ არიან ძალები, რომელთაც ამ სახელმწიფოს დასუსტება სურთ.
„რაც ბოლო პერიოდში მოხდა, ეს არის რბილი ძალის გამოყენების პირდაპირი მაჩვენებელი. რუსეთის მხრიდან ეს არის აშკარა. თუმცა ის, რასაც ოპოზიცია და რევანშისტები დღეს აკეთებენ, შეიძლება, მათ თავიანთი პოლიტიკური მიზნები ჰქონდეთ, მაგრამ უნისონში არიან ჩემთვის პირადად ამ პროცესში. რაც დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ხდება, ეს არის ამ შესუსტებისკენ გადადგმული დამატებითი ნაბიჯი. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ვანდალიზმი, როცა საკუთარ მოქალაქეებს იზოლაციაში აქცევ იმ ვითარებაში, როცა ადამიანებს სურთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ვაჭრობა და ა.შ”, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
ცნობისათვის, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი ჩაკეტა.
აფხაზური მედიის ცნობით, ამის მიზეზი ზუგდიდში გამართული საპროტესტო აქციებია, რომელიც, დე ფაქტო ხელისუფლების აზრით, პროვოკაციული ხასიათისაა.’

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები