პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა. ის მუშაობას ივნისის ბოლო პარასკევს ასრულებს.
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
ამასთან, შესაძლოა, საგაზაფხულო სესიის დახურვის მიუხედავად, კანონმდებლებმა მუშაობა ივლისში რიგგარეშე სესიის ფორმატში გააგრძელონ.
საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს – 3 სექტემბერს გაიხსნება.