ათენში „ქართული კულტურის დღეები“ გაიმართება
30 ივნისს, 19:00 საათზე, საბერძნეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ორგანიზებით, კულტურულ–საგანმანათლებლო ღონისძიება – „ქართული კულტურის დღეები“გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან პროექტებს:
„რუსთაველი ბერძნულად“ – პროექტი განხორცილდება ღია სივრცეში. წარმოდგენილი იქნება ფოტოების სახით მთელი რუსთველის ეპოქა, ღონისძიებაში ჩართულები იქნებიან ბერძენი და ქართველი სტუდენტები.
ქართული ხალხური ცეკვა;
„ისტორია ფერებში“ – პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება, ისტორიული პირების და მოვლენების შავ-თეთრ ფოტო-გრაფიკები, რომელთაც პროექტში მონაწილე ახალგაზრდები და დამთვალიერებლები თავად შეურჩევენ ფერებს. ასევე გაიმართება ე.წ. ვორქშოფები, სადაც უცხოელ სტუმრებს სურვილის მიხედვით, დაუწერენ თავიანთ სახელებს ქართულ ენაზე;
„მედეა და არგონავტები“.
მონაწილეები დაარიგებენ საქართველოს შესახებ ბერძნულ ენაზე შექმნილ საინფორმაციო ბროშურებს.