„ჩვენ სხვადასხვა აქტორთან ვთანამშრომლობთ, რათა დავადგინოთ ამ გადაწყვეტილების შედეგები“, – აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, რომელიც აფხაზეთის ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
მისივე განმარტებით, ევროკავშირი აღნიშნულ საკითხს სერიოზულად უდგება.
„ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ და ინფორმაციის მიღებისთანავე აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელსა და ჩვენს მონიტორინგის მისიასთან ერთად, რომელიც ადგილზე აკვირდება სიტუაციას. ჩვენ სხვადასხვა აქტორთან ვთანამშრომლობთ, რათა დავადგინოთ ამ გადაწყვეტილების შედეგები. იმედი მაქვს, რომ მომდევნო საათებში საშუალება მექნება, უფრო დეტალური შეფასებები გავაკეთო, თუმცა ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის საკითხი, რომელსაც ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი ჩაკეტა. აფხაზური მედიის ცნობით, ამის მიზეზი ზუგდიდში გამართული საპროტესტო აქციებია, რომელიც, დე ფაქტო ხელისუფლების აზრით, პროვოკაციული ხასიათისაა.