სიღნაღში სახვითი ხელოვნების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 1-14 ივლისს, სიღნაღში, აღმაშენებლის მოედანზე, სახვითი ხელოვნების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
როგორც „კვირას“ სიღნაღის მერიიდან აცნობეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება  ქართველი და უცხოელი ხელოვანების ნახატები, ფოტოები და დეკორი.
გაყიდვებიდან მიღებული თანხის 50% სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცემათ.
ღონისძიების იდეის ავტორია ესპანელი მხატვარი, კაროლინა კრესპო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები