რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „გაერთიანებული ავიასამშენებლო კორპორაციისგან“ ავიაგამანადგურებლები და ვერტმფრენები შეიძინა.
მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება SU-57 ტიპის 76 ავიაგამანადგურებლისა და MI-28HM ტიპის 98 ვერტმფრენის შეძენას ითვალისწინებს. შესაბამისი განკარგულება პუტინმა ჯერ კიდევ გასულ თვეს გასცა.
კონტრაქტს ხელი გამოფენა “არმია-2019-ზე” ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანდასწრებით მოეწერა.
„გაერთიანებული ავიასამშენებლო კორპორაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანია რუსეთის საჰაერო ძალებს ავიაგამანადგურებლებს 2019 წლის ბოლომდე მიაწვდის.