მამუკა ბახტაძე: დღეს პარლამენტში სამთავრობო პროგრამის ანგარიშის წარდგენა დღევანდელ სიტუაციას არ შეესაბამებოდა

“დღეს პარლამენტში სამთავრობო პროგრამის ანგარიშის წარდგენა დღევანდელ სიტუაციას არ შეესაბამებოდა”,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, დღეს საზოგადოებას სხვა პროცესებზე აინტერესებს პასუხების გაცემა.
“დღეს მე ჩემს კაბინეტთან ერთად საქართველოს პარლამენტში ვგეგმავდი ჩვენი სამთავრობო პროგრამის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენას, სადაც საუბარი გვექნებოდა პროგრამაში გათვალისწინებულ ყველა საკითხზე, თუმცა ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე დღეს საუბარი იმაზე, თუ როგორ ხორციელდება საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტები, სხვადასხვა რეფორმები, ჯანდაცვის სექტორში, სოფლის მეურნეობაში და სხვა მიმართულებით, ეს არ შეესაბამება იმ საზოგადოებრივ ინტერესს, რაც დღეს არის. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება ჩვენს კოლეგებთან ერთად და მზად ვარ ნებისმიერ დროს საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციის შედეგად მივიდე ჩემს კაბინეტის წევრებთან ერთად და წარვადგინო ჩვენი წლიური ანგარიში ნებისმიერ დროს, მათ შორის, რიგგარეშე სესიაზე.
​დღეს რაც აინტერესებს საზოგადოებას, ეს არის ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენები, რომ მივაწოდოთ მათ დამატებითი ინფორმაცია, რათა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს რეალური სურათი, თუ რასთან გვაქვს საქმე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები