მამუკა ბახტაძე: რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა მსჯავრდებულ სააკაშვილს ეკისრება

საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ეკისრება.
“პასუხისმგებლობა ამ შედეგებზე ეკისრება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილსა და მის აგრესიულ ჯგუფს. ისინი შეეცადნენ, გამოეყენებინათ მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი და იერიში მიიტანეს ჩვენს კონსტიტუციაზე, რაც მიუღებელია.
თითოეული ჩვენგანი თანხმდება, რომ ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების შემთხვევებს. ერთი მხრივ, გვაქვს სიტუაცია, რომ ბოლო მომენტამდე პოლიცია აკეთებდა ყველაფერს, რათა არ მომხდარიყო ჩარევა, მაგრამ ბოლოს იძულებულები იყვნენ, გადაედგათ ეს ნაბიჯი. ამას ადასტურებს ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია. მეორე მხრივ, იყო შემთხვევა, რომ გარკვეული პირების მხრიდან იყო ძალის გადამეტება, რომელსაც დეტალური გამოძიება სჭირდება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები