მამუკა ბახტაძე: დიახ, სამწუხაროდ, ჩვენ ფეხი დაგვიცდა

„დიახ, სამწუხაროდ, ჩვენ ფეხი დაგვიცდა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 20 ივნისს თბილისში  განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ჟურნალისტებს, პრესკონფერენციაზე განუცხადა.

“7 წელია, ისინი ამას ამზადებენ, ჩაუსაფრდნენ საკუთარ ქვეყანას, სამშობლოს და საკუთარ ხალხს… ისინი ელოდნენ, რომ ვიღაცას ფეხი დაუცდებოდა და დიახ, სამწუხაროდ ჩვენ ფეხი დაგვიცდა. მიუხედავად იმისა, რომ მართლაც, ის რაც ჩვენ 20 ივნისს დილით ვიხილეთ, ეს იყო სრულიად მიუღებელი ნებისმიერი ქართველისთვის. ერი, რომელიც მთელი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში იბრძვის მთავარი ფასეულობისთვის, თავისუფლებისთვის, ეს იყო უმძიმესი სანახავი, ძალიან მძიმე. ამან გამოიწვია გულწრფელი ემოციები ჩვენს მოქალაქეებში, გულწრფელი პროტესტი და თითოეული ჩვენთაგანი არის ამ პროტესტის სოლიდარული. ჩვენ იმავე დღეს მივეცით ამას ძალიან მკაცრი რეაქცია. ეს ასამბლეა თუ კონფერენცია იქნა შეწყვეტილი და ყველა დელეგაციამ დატოვა თბილისი. შემდეგ, საღამოს ჩვენ ამავე დროს ვიხილეთ გულწრფელი პროტესტი ჩვენი მოქალაქეების. ეს იყო გულწრფელი პროტესტი თითოეული ადამიანის, თითოეული ახალგაზრდის. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ვიხილეთ, რომ დესტრუქციული ძალა ჩაერთო და ყველამ დაინახა, რომ ეს დესტრუქციული ძალა ცდილობდა თავისი პროვოკაციული მიზნებისთვის გამოეყენებინა ეს გულწრფელი პროტესტი ჩვენს მოქალქეებში და თითოეული ჩვენგანი არის ამ პროტესტის სოლიდარული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, მთავრობა ძალიან სწრაფი რეაქცია ჰქონდა და ასამბლეა, რომელშიც გავრილოვი მონაწილეობდა, გაუქმდა
„ჩვენ ამას მივეცით მაშინვე მკაცრი რეაგირება. ეს ასამბლეა იქნა შეწყვეტილი, დელეგაციამ კი საქართველო იმავე დღეს დატოვა“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები