მამუკა ბახტაძე ჟურნალისტებს დღეს, 19:00 საათზე შეხვდება

საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე მედიის წარმომადგენლებს დღეს, 19:00 საათზე შეხვდება. ამის შესახებ „კვირას“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
„დღეს, 27 ივნისს, 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე მედიის წარმომადგენლებს შეხვდება“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.
შეხვედრის ძირითად მიზანს ქვეყანაში მიდიმარე აქტუალური მოვლენები წარმოადგენს.
„ვინაიდან მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენები, დღეს საღამოს ვგეგმავ ქართულ მედიასთან შეხვედრას, რათა პასუხი გავცე აქტუალურ შეკითხვებს“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები