28 ივნისს, „Artგენის“ რეგიონული ტურნე იმერეთში დასრულდება
28 ივნისს, ხონის რაიონის სოფელი გორდი ფესტივალ „არტგენს“ უმასპინძლებს. ორგანიზატორების ინფორმაციით, ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.
14:00-20:00 გამოფენები;
14:00-00:00 ღვინის და ლუდის სივრცეები;
18:00-19:30 ფოლკლორი რეგიონალური დათვალიერება;
19:30-20:00 ჰოროლი – ქართული ბრძოლის ამბავი;
20:00-21:00 კონცერტი: ჩვენებურები და ლელა ნაყეური;
21:00-22:30 დასკვნითი კონცერტი – „ფრანი“.
ფესტივალ „Artგენი 2019“-ის რეგიონული ტურნე გაიხსნა ახმეტაში. 22 ივნისს „Artგენმა“ აჭარაში ქედაში, სოფელ მახუნცეთში გადაინაცვლა. 28 ივნისს კი რეგიონული ტურნე იმერეთში, ხონში, სოფელ გორდში დასრულდება.
თბილისის ტური 7-14 ივლისს ტრადიციულად თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება.