„მთვარის მოტაცების“ პრემიერა გაიმართება
30 ივნისს, 1 ივლისს, 20:00 საათზე, თუმანიშვილის თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი „მთვარის მოტაცების“ პრემიერას გამართავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ეს არის სცენები კონსტანტინე გამსახურდიას რომანიდან „მთვარის მოტაცება“, თამაზ გოდერძიშვილის ინსცენირებით.
რეჟისორი: გოჩა კაპანაძე;
მხატვარი: ანა ნინუა;
რეჟისორის ტანაშემწე: სვეტლანა გოგოხია.
მონაწილეობენ: ეკატერინე არჩაია, ბადრი ბეგალიშვილი, დათო ბერაძე, იზოლდა ბოკუჩავა, გიორგი გასვიანი, გია გოგიშვილი, ჯანო იზორია, ვერიკო კალანდია, ჯულიეტა პაკელიანი, მარინა სოლომონია, მერაბ ყოლბაია, მარიამ ყოლბაია, ნინო შავგულიძე, კახა შარაბიძე, ლელა შარაბიძე, სანათა ძაძამია, ნიკა წერედიანი, ნუგზარ წერედიანი, ედემ ხვიჩია.