ახალციხეში ,,ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალი” ჩატარდება

28-30 ივნისს ახალციხის ციხის (რაბათის) ტერიტორიაზე „ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალი“ ჩატარდება.

ღონისძიება საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, USAID პროექტის ზრდა საქართველოში და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. ფესტივალს ასევე GIZ/IBIS პროექტი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, დუშეთის მუნიციპალიტეტი უჭერენ მხარს.

ფესტივალის მიზანია ტრადიციული რეწვის სახელოსნოების პოპულარიზაცია და მათი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.
ფესტივალში მონაწილეობას იღებს 150 ტრადიციული რეწვის ოსტატი, მათ შორის 30 საერთაშორისო მონაწილე: საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ლატვიიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან.

ფესტივალი მოიცავს შემდეგი ტიპის აქტივობებს:
 ღია სახელოსნოები – მასტერკლასები: ღია მასტერ-კლასებს ჩაატარებენ ტრადიციული რეწვის ოსტატები.
 ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა.
 გამოფენები
 საგანმანათლებლო პროგრამები ბავშვებისთვის;
 საჯარო ლექციები

ფესტივალზე დასწრების მსურველებს სამი დღის მანძილზე ავტობუსები უფასოდ მოემსახურებიან. მგზავრობისთვის უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი ინფორმაცია:
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაცია უფასო ავტობუსზე სავალდებულოა.
გთხოვთ ესტუმროთ ჩვენს ვებგვერდს www.akhaltsikhefestival.ge ან Facebook გვერდს —- https://www.facebook.com/craftsworkshopfestival/

გასვლა თბილისიდან – 9:00 სთ, პირველი რესპუბლიკის მოედანი(ველოსიპედის მოედანი) გასვლა ახალციხიდან: – 19:30 ახალციხე, ზედა ციხის შესასვლელი(ავტოსადგომი) – 23:00 ახალციხე, ზედა ციხის შესასვლელი (ავტოსადგომი)
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
ტელ: +995593906848; 593663821
ელ ფოსტა: info@crafts.ge
ვებ-გვერდი: www.akhaltsikhefestival.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები