ნინო ხუნდაძის ლექცია პიკასოზე და ფილმის – „ცხოვრება პიკასოსთან“ ჩვენება გაიმართება

26 ივნისს, 19:00 საათზე, Best Western Tbilisi Art Hotel – ში, ხელოვნებათმცოდნე, ნინო ხუნდაძე წაიკითხავს ლექციას პიკასოს ცხოვრებისა და მისი, როგორც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვრის შესახებ.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიება პროექტ „დიდი მხატვრების შედევრების“ ფარგლებში ჩატარდება, ასევე, გაიმართება „დიდი მხატვრების შედევრების“ ყველა ტილოს ანალოგების გამოფენა-გაყიდვა და ფილმის – „ცხოვრება პიკასოსთან“ ჩვენება.
ღონისძიება, ასევე, უმასპინძლებს  „50 პერსონის“ ახალი წიგნის – „პაბლო პიკასოს“ წარდგენას, რომლის ავტორია ნინო ხუნდაძე.
პიკასოს ცხოვრების მიხედვით, XX საუკუნის ნათელი სურათი შეიძლება შეიქმნას. მან საკუთარ თავში გააერთიანა და შემოქმედებაში ასახა ამ ასწლეულის ყველა გამოწვევა, დრამატული მოვლენები, სრულიად რომ შეძრა კაცობრიობა, ადამიანთა და ეპოქის სულიერი სიღრმეები. ფროიდის მსგავსად, სრული სიზუსტით შეიმეცნა ცივილიზებული საზოგადოების სექსუალური გარყვნილება, სისასტიკე და ტკივილი.
აი, რა განაცხადა მან, როდესაც მისი ნამუშევრები უკვე უკიდურესად პოპულარული იყო: „მე არ ვფლობ არცერთ ჩემს ნახატს, რადგან ორიგინალი ღირს რამდენიმე ათასი დოლარი, ამგვარი ფუფუნების უფლება კი არ მაქვს”.
24 ივნისიდან პაბლო პიკასოს 2 რჩეულ ტილოსთან ერთად გამოვიდა დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის – „მეთევზე“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები