ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები სექტემბერში დაიწყება
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, გეგმავს დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსში შემავალი სამი შენობის – ისტორიული მუზეუმის შენობის, ალ. ყაზბეგის სახლ-მუზეუმისა და ნიკოლოზ ყაზბეგის (ალ. ყაზბეგის ბიძა) სახლის რესტაცავრაციას, ასევე მუზეუმის ეზოს კეთილმოწყობას.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები, რომელიც დაიწყო 2019 წლის 21 ივნისს და დასრულდება 22 ივლისს. სამშენებლო სამუშაოების დაწყება მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისისთვის იგეგმება.
პროექტის განხორციელება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.