დავით ზალკალიანმა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება ევროკავშირის წარმომადგენლებთან განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი შეხვდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელს ტობიას ტიბერგს.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა, მათ შორის აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე პროცესები. ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის, უპირველესად ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა ვითარების შემდგომი ესკალაციის არდაშვების მიზნით. აღნიშნულ კონტექსტში მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის მოლაპარაკებების 17-18 ივნისს დაგეგმილი რაუნდის შეუფერხებლად ჩატარების მნიშვნელობას.
ქართულმა მხარემ დასძინა, რომ თავის მხრივ რეგულარულად მიაწვდის ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს და მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მოვლენების განვითარების თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები