ლანა ბენდუქიძის გამოფენა გაიხსნება

25 ივნისს, 19:00 საათზე, თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში ლანა ბენდუქიძის გამოფენა გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სტილი, რომელსაც გამოფენაზე ვიხილავთ, ახალი და მკაფიოდ არაორდინალური მხატვრული ხერხებით ხასიათდება. შესაბამისად, სახვით ხელოვნებაში ინოვაციურ მიმართულებად შეიძლება ჩაითვალოს.
ქართველი ხელოვანის, ლანა ბენდუქიძის მიერ შემუშავებული მხატვრული ხერხის საფუძველიც დივიზიონისტურ პასაჟებზეა აგებული. თუმცა, წერტილოვანი სეგმენტები არა საღებავით, არამედ ფერადი ძაფებით იქმნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები