მაია ფანჯიკიძემ პორტუგალიის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პორტუგალიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში (რეზიდენციით ანკარა) ჯორჯ კაბრალს უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი და შემდგომი განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ასევე კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობას.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული პორტუგალიური ენის ცენტრის მნიშვნელობას და გამოთქვა იმედი, რომ პორტუგალიური ენის მცოდნე ქართველი ახალგაზრდების რიცხვი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.
მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი და ამ მიმართულებით, ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებები. ევროკავშირთან დაახლოების კონტექსტში ყურადღება გამახვილდა ასოცირების შესახებ შეთანხმების 27 ივნისს ხელმოწერის მნიშვნელობასა და შემდგომ ეფექტიან იმპლემენტაციაზე. შეხვედრაზე პორტუგალიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ევროპული და ევეროატლატიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები