„ეროვნული იდენტობის იდეა ხელოვნებაში“ – წიგნის წარდგენა გაიმართება

26 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში  წიგნის – „ეროვნული იდენტობის იდეა ხელოვნებაში“ წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნი გამოიცა ხელოვნების მკვლევართა მე-11 კონფერენციის (2018 წლის) მასალების საფუძველზე. ის არის  კრებულთა სერიის „მე-20 საუკუნის ხელოვნება“ მე-9 ტომი.
კრებულში დაბეჭდილია 30-მდე სტატია – თეატრმცოდნეობის, კინომცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის, ქორეოლოგიის, მუსიკათმცოდნეობის და მედიის კვლევების სფეროდან.
გამომცემელ-რედაქტორი – ნატო გენგიური;
რედაქტორები: ლელა ოჩიაური, ნატო გენგიური, გიორგი ცქიტიშვილი, თამარ ჩხეიძე.

მის: აღმაშენებლის №40.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები