“თანაოკუპანტები რამდენს “ბლატაობენ”, ნახეთ – ემზარ კვიციანმა პარლამენტში დაპირისპირებისას “ლაივი” ჩართო (ვიდეო)

პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც ერთმანეთს ხელისუფლებისა და “ნაცმოძრაობის” დეპუტატები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, ემზარ კვიციანმა “ფეისბუქლაივი” ჩართო.
კვიციანმა მოქალაქეებს პარლამენტთან მისვლისა და საკანონმდებლო ორგანოში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების ყოფნის გაპროტესტებისკენ მოუწოდა.
“ოკუპანტი გაძევებულია პარლამენტიდან, სპიკერის სკამიდან, მაგრამ თანაოკუპანტები რამდენს “ბლატაობენ”, ნახეთ. ეს მოიტანა კოჰაბიტაციამ. ამიტომ, პატივცემულო თანამოქალაქეებო, სულ ყველა მოვიდეს პარლამენტთან და გააპროტესტოს ამათი აქ ყოფნა”, – აღნიშნა კვიციანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები