ეკა ბესელია: შს მინისტრი კარგად უნდა აცნობიერებდეს, რომ პარლამენტში გამოსვლა იქნება ყველაზე მძიმე

„შს მინისტრი კარგად უნდა აცნობიერებდეს, რომ ამ ფონზე პარლამენტში გამოსვლა იქნება ყველაზე მძიმე“, – აცხადებს პარლამენტის დეპუტატი, ეკა ბესელია და 28 ივნისს შს მინისტრის, გიორგი გახარიას პარლამენტის დეპუტატებთან წარდგენას ეხმაურება.
ეკა ბესელიას თქმით, მას სურს ისეთი ძალოვანი მინისტრის ხილვა, რომელსაც მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის შეგრძნება აქვს.
„ეს იქნება ყველაზე მძიმე ფონი, რაც დახვდება მინისტრს და კარგად უნდა აცნობიერებდეს, რომ ამ ფონზე პარლამენტში გამოსვლა იქნება ყველაზე მძიმე. ძალიან მაღალია ემოციური და პოლიტიკური ტემპერატურის ფონი და პასუხისმგებლობის გააზრება. პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება ძალიან გაბედული ნაბიჯია. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება, მის მიმართ დასაწყისში დადებითი განწყობა და მოლოდინი იყო, ეს არ ნიშნავს, რომ თვალი დავხუჭოთ და ვერ დავინახოთ კადრები ჩვენი მოქალაქეების მიმართ გამოხატული ძალადობის შესახებ. ამაზე შეუძლებელია, ვინმემ პასუხისმგებლობა არ აიღოს. ვფიქრობ, რომ გახარიამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. 7 ნოემბერს, როდესაც ჩვენ, მშვიდობიანი მომიტინგეები დაგვარბიეს იმის მიუხედავად, რომ ძალადობრივი მოწოდებებით არ გამოვირჩეოდით და არსად შევცვივდით, ავად სახსენებელი სააკაშვილი გადადგა და აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლა მოითხოვა.
სავარაუდოდ, პარლამენტში გიორგი გახარიას გამოსვლა 28 ივნისს იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები