მ. იპოლიტოვ-ივანოვის სახელობის მე-6 ხელოვნების სკოლის კონცერტი გაიმართება

24 ივნისს, 17:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ჩატარდება თბილისის მ. იპოლიტოვ-ივანოვის სახელობის მე-6 ხელოვნების სკოლის „უმცროსკლასელთა კონცერტი“. თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების ინფორმაციით, კონცერტი ეძღვნება ზაქარია ფალიაშვილს.
კონცერტზე შესრულდება ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა ნაწარმოებები.

მისამართი: თბილისი, ბაქრაძის ქუჩა N. 10

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები