„მეფეთ მეფე ბაგრატი“ – აწყურში ასომთავრული წარწერა იპოვეს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე აწყურსი აღმოჩენაზე ავრცელებს ინფორმაციას: „ახლა შემატყობინეს აწყურიდან. აღმოჩნდა ტაძრის გუმბათის ჯვრის ქვის ბაზისი. ქვის სამაგრზე ასომთავრული წარწერაა. პირველადი მონაცემებით წერია: „მეფეთ მეფე ბაგრატი“.
წარწერა კიდევ კარგად არის შესასწავლი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს საუკუნის პროექტი, აწყურის ტაძრის რეაბილიტაცია. პროექტის დამფინანსებელი ფონდი „ქართუ“.  პროექტის წარმართველი სააგენტო შემსრულებელი – სარესტავრაციო კომპანია „ივერთმშენი“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნიკოლოზ ანთიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები